ლევან რატიანი შატილში დაშავებულებზე: გამოჯანმრთელებამდე ძალიან რთული გზა აქვთ გასავლელი

© photo: Levan Ratiani / FBლევან რატიანი
ლევან რატიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შატილში მომხდარი ავარიის შედეგად გადარჩენილების მდგომარეობა ამ ეტაპზე კვლავ მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკით, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.
ლევან რატიანი შატილში დაშავებულებზე: გამოჯანმრთელებამდე ძალიან რთული გზა აქვთ გასავლელი
„ორ ქალბატონთან ჩატარდა ინტერვენციული ღონისძიებები, ანუ ლიკვიდირებული იქნა ტრავმის შედეგად გამოწვეული დაზიანებები. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე კვლავ რჩება მძიმე, თუმცა დადებითი დინამიკით. განმეორებით ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება. თუმცა მათ აქვთ ძალიან რთული გზა გასავლელი გამოჯანმრთელებამდე. კლინიკის მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს, რომ სამივე ქალბატონს სიცოცხლე შეუნარჩუნდეს“, – განაცხადა ლევან რატიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში 23 აგვისტოს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0