მარინა ეზუგბაია: ინფიცირებული პაციენტებიდან 24-ის მდგომარეობა მძიმე, ხუთის კი კრიტიკულია

© Sputnik / Alex Shlamovმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია კორონავირუსის 10 ახალ შემთხვევასა და ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.
მარინა ეზუგბაია: ინფიცირებული პაციენტებიდან 24-ის მდგომარეობა მძიმე, ხუთის კი კრიტიკულია
„ორის წყარო არის (სვანეთის სოფელი) ლენჯერი, ორი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხუთი შემოტანილია, ანუ „იმპორტირებული“ პაციენტების შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების და წყაროს დადგენის მიზნით. ხუთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, 24 კი მძიმე პაციენტია. ისინი მკურნალობას კოვიდ-ცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობენ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმის არის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ დროისათვის ინფიცირებულების 80 პროცენტს შეადგენს, კოვიდ-ცენტრებში კი 267 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

ყველა ახალი ამბავი
0