გიორგი ნაზღაიძე: „ისე მოხდა, რომ ჩემთვის მკვლელობის „შეტენვა“ უნდოდათ“

© photo: courtesy of Giorgi Nazghaidzeგიორგი ნაზღაიძე
გიორგი ნაზღაიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შოუმენი და მოდელი გიორგი ნაზღაიძე იხსენებს ერთ უსიამოვნო შემთხვევას, რომელსაც მის ცხოვრებაში ჰქონდა ადგილი.
გიორგი ნაზღაიძე: „ისე მოხდა, რომ ჩემთვის მკვლელობის „შეტენვა“ უნდოდათ“
„როცა თურქეთიდან დავბრუნდი, გადავწყვიტე, რომ მიმტანობა დამეწყო. მერე რა, რომ ცნობადი სახე ვიყავი და ბევრი მცნობდა. სამაგიეროდ შეიძლებოდა, რომ ჩემთვის უფრო ბევრი „ჩაი“ დაეტოვებინათ. თან იმ დროს ბიჭი-მიმტანები უცხო ხილი იყო.“- ამბობს გიორგი ნაზღაიძე სატელევიზიო გადაცემაში.

გიორგი ნაზღაიძე იხსენებს: „ისე მოხდა, რომ ერთხელ ძველ მეგობართან მომიწია ჩხუბი, ხილის ასორტის თეფში ჩამარტყეს თავში და ოთხი ნაკერი მქონდა. იმ პერიოდში, 2019 წელს, საკმაოდ გახმაურებული ამბავი იყო: „სოხოში“ 19 წლის ბიჭი რომ მოკლეს. როცა განყოფილებაში მიმიყვანეს, ზურგით დამაყენეს და მოწმეს ჰკითხეს: ესაა მკვლელიო? იმან თქვა: კი, ეს არისო.“

ყველა ახალი ამბავი
0