მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორის წყაროს მოძიება გრძელდება

© Sputnik / Alex Shlamovმაია ეზუგბაია
მაია ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებზე საუბრობს.
მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორის წყაროს მოძიება გრძელდება
„დღევანდელი მონაცემებით, სამი ახალი შემთხვევა გვაქვს და ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 1006-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულები ათით გაიზარდა და გახდა 883. სამი ახალი შემთხვევიდან ერთი არის შემოტანილი შემთხვევა, კვლავ ავტომობილის მძღოლია. ორ შემთხვევაზე გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევით წყაროს მოძიება. ჩვენი ცენტრის მონაცემებით, გუშინ გვყავდა 26 დადასტურებული პაციენტი, აქედან სამი გამოჯანმრთელდა, ორი პაციენტი გადაყვანილ იქნა თავის ქვეყანაში. ჩვენ გვყავდა თურქეთიდან სატვირთო ავტომანქანის მძღოლები, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, პროგრესირება არ შეინიშნებოდა და გადაყვანილი იქნენ თავის ქვეყანაში. ჩვენთან ახლა 21 დადასტურებული შემთხვევაა, მათი მდგომარეობა სტაბილური და უცვლელია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდნეობა 87.7 პროცენტს შეადგენს, ხოლო კოვიდ-ცენტრებში ამ ეტაპზე 136 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.

ყველა ახალი ამბავი
0