კალაძე: თბილისის მერია პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით აუქციონს გამოაცხადებს

© Photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით აუქციონის გამოცხადების შესახებ საუბრობს.
კალაძე: თბილისის მერია პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონს გამოაცხადებს
„აღნიშნული შენობები ათეულობით წლის წინ აშენდა და დღემდე არც ნორმალური რეკონსტრუქცია, რემონტი და სამედიცინო მოწყობილობების განახლება არ მომხდარა. აპარატურა ფაქტობრივად არ არსებობს. აღნიშნული პრობლემა მოსაგვარებელია. არ არის სახარბიელო მდგომარეობა და იქ მომუშავე ადამიანებისთვისაც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს“, – ამბობს კახა კალაძე.

დედაქალაქის მერის თქმით, პოლიკლინიკების პრივატიზება უნდა მოხდეს ისე, რომ აღნიშნული შენობების პროფილი არ შეიცვალოს და თანამშრომლებიც ადგილებზე დარჩნენ.

ყველა ახალი ამბავი
0