პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს მთავრობის საქმიანობის 2019-2020 წლების ანგარიში წარუდგინა

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBპრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ოთხი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც სამთავრობო პროგრამით იყო წარმოდგენილი, განხორციელების ფაზაშია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს მთავრობის საქმიანობის 2019-2020 წლების ანგარიში წარუდგინა
„მიუხედავად იმისა, რომ თებერვლის თვიდან ვებრძვით გლობალურ გამოწვევას, პანდემიას, რომელსაც აქვს თავისი როგორც ეპიდემიოლოგიური, ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკური შემადგენილი, ოთხი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც სამთავრობო პროგრამის დამტკიცებით იყო წარდგენილი, განხორციელების ფაზებშია – სხვადასხვა წარმატებით, რა თქმა უნდა. სადღაც გვაქვს სერიოზული მიღწევები, გარკვეული მიმართულებით არის დარჩენილი გამოწვევები, თუმცა ყველა ამ ოთხი მიმართულებით მუშაობა არ შეჩერებულა არც ერთი წუთით… ეს გახლავთ უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება, სახელმწიფო მმართველობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში მთავრობის საქმიანობის 2019-2020 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის წარდგენამდე პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო ერთი თვის განამვლობაში პარლამენტში მესამედ იმყოფება, რაც კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება.

ყველა ახალი ამბავი
0