გახარია: მიწის რეგისტრაციის ახალი ეტაპი ხუთ მუნიციპალიტეტს შეეხება

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპის  დაწყების შესახებ საუბრობს.
გახარია: მიწის რეგისტრაციის ახალი ეტაპი ხუთ მუნიციპალიტეტს შეეხება
„მიწის სისტემური რეგისტრაცის ახალი ეტაპი იწყება, შემდგომი ეტაპი, რომელიც შეეხება ხუთი მუნიციპალიტეტის – თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რამეთუ 111 ათასი ჰექტარი მიწა მოწესრიგდება. ამისთვის უკვე არსებობს დაფინანსება“, – ამბობს გიორგი გახარია.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს არანაირი საფასურის გადახდა არ მოუწევთ, იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი ინფრასტრუქტურით სრულად მოაგვარებს ამ საკითხს.

ყველა ახალი ამბავი
0