კალაძე: გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გავაფორმეთ

© Facebook / Government of Georgiaთბოლისის მერი კახა კალაძე
თბოლისის მერი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერი კახა კალაძე სამშენებლო კომპანია m2-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ შეთანხმებით უამრავი ოჯახის პრობლემა მოგვარდება.
კალაძე: გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გავაფორმეთ
„გუშინ ძალიან კარგი დღე იყო იმ თვალსაზრისით, რომ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელსაც 10-12 წელი ელოდნენ სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებული ოჯახები.  ისინი მთელი რიგი პრობლემების გამო ვერ არხერხებდნენ საკუთარი ბინების მიღებას. ეს პრობლემა 2008 წელს დაიწყო. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ მოვახერხეთ და სამშენებლო კომპანია m2-თან გავაფორმეთ ხელშეკრულება“, – ამბობს კახა კალაძე.

თბილისის მერის განცხადებით, სამშენებლო კომპანია m2 აღნიშნული მშენებლობის დასრულების ვალდებულებას იღებს და ბინებს დაახლოებით 400-მდე ოჯახი მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0