საქართველოში შიდა ტურების დაგეგმვა მობილური აპლიკაციით იქნება შესაძლებელი

გამოწერა
საქართველოში  კულტურული მარშრუტების უფასო მობილური აპლიკაცია შეიქმნა, რომელიც ხელმისაწვდომია Android /IOS  პლატფორმებისთვის.
საქართველოში შიდა ტურების დაგეგმვა მობილური აპლიკაციით იქნება შესაძლებელი
„ეს არის უნიკალური აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ძალიან საინტერესოთ დავგეგმოთ ჩვენი გადაადგილება საქართველოს მასშტაბით.  საქართველოს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები, კულტურული მარშრუტების პროგრამასთან მიმართებაში,  არის საუკეთესოდ აღიარებული ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ“ - განაცხადა განათლების , მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხაბეიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

მობილური აპლიკაცია საქართველოს განათლების , მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა.  შიდა ტურიზმი, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო იყო აკრძალული, 15 ივნისიდან გაიხსნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0