გიორგი გახარია: საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ვაზიანის სამხედრო ბაზიდან მიულოცა.
გიორგი გახარია: საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე
„102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და ამ ნაბიჯით გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მაშინ, სწორედ 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია. თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს თითოეულ თანამოქალაქეს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მინდა მივულოცო 26 მაისი, უდიდესი რწმენით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას, წარმატებული სახელმწიფოს შექმნას“, – განაცხადა პრემიერმა.

26 მაისი ქვეყნის მთავარი დღესასწაული – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა, რომელიც ჩვეულებრივ მასშტაბურად აღინიშნება, მაგრამ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0