ეზუგბაია: 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

© Sputnik / STRINGERთბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებსა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
ეზუგბაია: 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
„24 საათში დაგვემატა 11 შემთხვევა და ამჟამად არის 713 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანრთელებული 19 დაგვემატა და გვყავს 475. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში მკურნალობს 226 პაციენტი. 11 ახალი შემთხვევიდან ყველა ცნობილი წყაროა. 9 არის ბოლნისის ორი სოფლიდან - გეტა და მუშევანი. ესენი არიან არსებული დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, 2 შემთხვევა არის საკარანტინო სივრციდან, თვითიზოლაციაში მყოფი ორი პაციენტი. ამ 11-დან ჩვენთან ახალი პაციენტი არ მოთავსებულა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოში 26 პაციენტი მკურნალობს და ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ყველა ახალი ამბავი
0