ივანე ჩხაიძე COVID-19-ზე: რამდენიმე თვე იქნება ალბათ შედარებით წყნარი

© photo: Ivane Chkhaidze / FBივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატებას ნოემბრიდან ვარაუდობს.
ივანე ჩხაიძე COVID 19 –ზე : რამდენიმე თვე იქნება ალბათ შედარებით წყნარი
„რამდენიმე თვე იქნება შედარებით წყნარი. ეს იქნება ალბათ ივნისი, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი. ეს არის ის სტანდარტული პერიოდი, როდესაც საქართველოში რესპირაციული ვირუსული ინფექციები იკლებს და იმედი გვაქვს, რომ ასევე ახალი კორონავირუსის შემთხვევებიც საერთოდ არ იქნება, ან იქნება ერთეული. მაგრამ ნოემბრიდან, როგორც ჩვენი ბოლო წლების სტატისტიკა გვიჩვენებს, უნდა ველოდოთ ამ შემთხვევების კიდევ უფრო მატებას“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ეთერში.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, მათი რაოდებობა უკვე 702-ს შეადგენს. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 456 ადამიანი, გარდაცვლილია - 12. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3914 მოქალაქე, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 340 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0