მაკასარაშვილი: მართვის მოწმობის გამოცდების ჩაბარება და სანომრე ნიშნების შეცვლა გრძელდება

© FB / Imeda Makasarashviliიმედა მაკასარაშვილი
იმედა მაკასარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ იმედა მაკასარაშვილმა სერვისების ეტაპობრივ განახლებაზე ისაუბრა.
მაკასარაშვილი: მართვის მოწმობის გამოცდების ჩაბარება და სანომრე ნიშნების შეცვლა გრძელდება
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ განაახლა შეზღუდული სერვისების მიწოდება. აღდგა ყოველდღიური სამუშაო რეჟიმი. აგრეთვე შესაძლებელია მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება იმ პირებისთვის, ვისაც ჩაბარებული აქვს შესაბამისი თეორიული გამოცდა. მომსახურების სააგენტო მოქალქეებს მოუწოდებს, დაიცვან მთავრობის მიერ დაწესებული რეკომენდაციები“, - განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.

მაკასარაშვილის განმარტებით, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ სერვისების მისაღებად ადგილზე პირბადით გამოცხადდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0