ქეთი დოლიძე: მაშინვე მივხვდი, რომ ის ჩემი იყო და მე მისი ვარ

© Sputnik / Denis Aslanovქეთი დოლიძე
ქეთი დოლიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთი დოლიძე იხსენებს ადამიანს, რომელიც უყვარდა, მასთან გაცნობის დღეს და ერთ ამბავს, რომელიც შიო მღვიმეში მოხდა.
ქეთი დოლიძე: მაშინვე მივხვდი, რომ ის ჩემი იყო და მე მისი ვარ
„მამას დაურეკა მისმა უახლოესმა მეგობრმა, რეჟისორმა სერგეი გერასიმოვმა და უთხრა, რომ საქართველოში მისი ნაცნობი ჟურნალისტი მოდიოდა, თან ორი მსახიობი მოჰყვებოდა. თხოვდა მას, თუ შეიძლება ისე მიიღე შენ რომ იციო. აღმოჩნდა, რომ თემურ ფალავანდიშვილი და ის მსახიობი, სერიოჟა ნიკონენკო გერასიმოვთან ერთად სწავლობდნენ. მოკლედ, მამა დახვდა მათ. მე პირდაპირ კინოთეატრ „რუსთაველში“ წავედი, სადაც ფილმის პრემიერა იყო. მახსოვს აივანზე ავედი და იქიდან ვუყურებდი სცენას“- ამბობს ქეთი დოლიძე.

კინორეჟისორი ქეთი დოლიძე იხსნებს: „როცა ფილმი დამთავრდა იმის მერე, ორი დღე სულ ერთად ვიყავით. მე ჩეხოვისტი ვარ და ნახევარი ჩეხოვი ზეპირად ვიცი, ამიტომ სერგეის წერილებს რომ ვწერდი ასე ვიწყებდი „გამარჯობა, გუროვ“. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ მას ოჯახი ჰყავდა. მერე როცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, მეც დაშორებული ვიყავი  და თურმე ორივენი ვეძებდით ერთმანეთს და ავცდით, ანუ ბედი არ იყო.“

ყველა ახალი ამბავი
0