გამყრელიძე: გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ინფიცირებულთა რაოდენობას აჭარბებს, თუმცა…

გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაწყებულ შემსუბუქების პერიოდზე ისაუბრა.
გამყრელიძე: გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ინფიცირებულთა რაოდენობას აჭარბებს, თუმცა…
„საიმედო ინდიკატორია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ინფიცირებულთა რიცხვს, რაც გარკვეული ინდიკატორია იმის, რომ დამშვიდებისკენ მივდივართ. როდესაც ვამბობთ დამშვიდებისკენ, ეს არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას. ყველა ის რეკომენდაცია, ღონისძიება, რომელიც ტარდება ქვეყანაში, აუცილებლად უნდა გატარდეს, რადგან თქვენ ალბათ პრესიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში უკვე შემსუბუქების პერიოდში აღინიშნა ისევ და ისევ ზრდა. ეს აღინიშნა სამხრეთ კორეაში, გერმანიაში. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემსუბუქების პერიოდში, ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი მოსახლეობას მოუწოდებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ყველაზე მთავარი იარაღი ამ დაავადებასთან ბრძოლაში არის სოციალური დისტანცირება, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა.

ყველა ახალი ამბავი
0