ცერცვაძე: შეიძლება იყოს ერთეული შემთხვევები, მაგრამ ეს ნუ შეგვაშინებს, არაფერს შეცვლის

© photo: Tengiz Tsertsvadze / FBთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს.
ცერცვაძე: შეიძლება იყოს ერთეული შემთხვევები, მაგრამ ეს ნუ შეგვაშინებს, არაფერს შეცვლის
„კარგ ვარიანტში, კარგი სცენარით განვითარდა ეპიდემია. იმედი გვქონდა, რომ აპრილის ბოლოს გვექნებოდა პიკი, დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში შენარჩუნდებოდა პლატო და შემდეგ წავიდოდა ქვევით. მიმაჩნია, რომ ახლა მაინც ვართ პლატოზე. უახლოეს დღეებში შეიძლება გაიზარდოს დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი, მაგრამ ეს ნუ შეგვაშინებს, ეს არაფერს შეცვლის. დიახ, ეს მაინც ნიშნავს იმას, რომ შიდა გადაცემას გავუმკლავდით“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

13 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 647 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 372  პაციენტი, გარდაიცვალა 11 პირი.

ყველა ახალი ამბავი
0