ეზუგბაია: გუშინ ჩვენს კლინიკაში გამოჯანმრთელებული ექვსივე პაციენტი მოზარდია
„ჩვენთან ამ ეტაპზე მკურნალობს 34 პაციენტი. გუშინ ჩვენთან გამოჯანმრთელდა ექვსი პაციენტი. საინტერესოა, რომ ექვსივე მათგანი მოზარდია. მათ კლინიკა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში დატოვეს. ჯამში ჩვენთან სულ 97 პაციენტია გამოჯანმრთელებული 136-დან“, - ამბობს მარინა ეზუგბაია.
მისი თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები განაგრძობენ მკურნალობას.