ბურჯანაძე: თითქმის არ არის ოჯახი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში მსხვერპლი არ გაუღია

© Sputnik / Alex Shlamovნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ვეტერანებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავი მიულოცა
ბურჯანაძე: თითქმის არ არის ოჯახი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში მსხვერპლი არ გაუღია
„ამ ადამიანებმა თავისი ახალგაზრდობა და  საუკეთესო წლები ჩვენი უკეთესი მომავლისათვის ბრძოლას შეალიეს. თითქმის არც ერთი ოჯახი არ არის საქართველოში, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში მსხვერპლი არ ჰქონდეს გაღებული არიან ოჯახები, საიდანაც ფრონტზე ხუთი, ექვსში, შვიდი და თერთმეტი ადამიანიც არის წასული. ქედს ვიხდი ყველა მათგანის წინაშე“  - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოს მეორე მსოფლიო ომის 370 ვეტერანი ჰყავს. 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. ამ დღეს თბილისში ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები, როგორც წესი, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იკრიბებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0