მარინა ეზუგბაია: ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს

© Sputnik / Vladimir Umikashviliმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაია: ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს
„გვყავს 44 დადასტურებული პაციენტი, მათი ზოგადი მდგომარეობა უცვლელია. იცით რომ, ერთი კრიტიკული პაციენტია, გუშინ პირველი დღე იყო, რომ დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნეოდა, თუმცა კვლევების შედეგებით ჯერჯერობით მაინც პროცესის სტაბილიზაცია ვერ მივიღეთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 623 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4723, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 446 პირია.

 

ყველა ახალი ამბავი
0