ზახაშვილი: ნიღბის ტარება არ არის რეკომენდებული მცირე ასაკის ბავშვებისთვის

გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი მოქალაქეებს პირბადეების გამოყენების რეკომენდაციას აძლევს.
ზახაშვილი: ნიღბის ტარება არ არის რეკომენდებული მცირე ასაკის ბავშვებისთვის
„მაშინაც კი, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, რეკომენდებული უნდა დარჩეს დახურულ სატრანსპორტო სივრცეში ნიღბის გამოყენება მგზავრების მიერ, რაც შეამცირებს დაავადების გავრცელების რისკს. ასევე ნიღბის ტარება არ არის რეკომენდებული მცირე ასაკის ბავშვებისთვის“, - ამბობს ხათუნა ზახაშვილი.

ზახაშვილი განსაკუთრებით იმ მშობლებს მიმართავს, ვისაც პატარა ბავშვები ჰყავს და ურჩევს, მათი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დაიცვან ფიზიკური და სოციალური დისტანცია.

ყველა ახალი ამბავი
0