მარინა ეზუგბაია: შვიდი პაციენტის კორონავირუსით ინფიცრების წყარო ჯერჯერობით უცნობია

© Sputnik / STRINGERთბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
27 ახალი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტიდან 13-ის წყარო ბოლნისს უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაია: შვიდი პაციენტის კორონავირუსით ინფიცრების წყარო ჯერ-ჯერობით უცნობია
„27 დადასტურებული შემთხვევიდან 13 პაციენტი არის ბოლნისის წყარო, ერთი – თეთრიწყარო, ორი არის მარნეულის, ოთხი  – საკარანტინო სივრციდან, ხოლო დანარჩენების  წყაროს მოძიება ახლა ხდება. ამ 27 პაციენტიდან ჩვენთან არც ერთი არ შემოუყვანიათ. გუშინ გვყავდა 43 დადასტურებული პაციენტი. აქედან ჩვენთან ორი გამოჯანმრთელდა და ამჟამად გვრჩება 41 პაციენტი“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცრების სულ 566 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 184, გარდაიცვალა - 6. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5320 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 548 პაციენტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0