ზოიძე: მზად ვარ, ექთნად მაინც შევეხიდო, თუ დასჭირდა ქვეყანას

© photo: Sputnikზოიძე: მზად ვარ ექთნად მაინც შევეხიდო, თუ დასჭირდა ქვეყანას
ზოიძე: მზად ვარ ექთნად მაინც შევეხიდო, თუ დასჭირდა ქვეყანას - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე საუბრობს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და ამბობს, რომ ახლა მთავარია მობილიზება და ერთმანეთის გვერდში დგომა.
ზოიძე: მზად ვარ ექთნად მაინც შევეხიდო, თუ დასჭირდა ქვეყანას
„დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მოგვიწევს ამ სიტუაციასთან შეგუება. ეს ერთი თვე იქნება კრიტიკული, რომ ცუნამი არ მოვიდეს ჯანდაცვის სისტემაში. დღეში რამდენიმე ასეულამდე პაციენტს ეს სისტემა გაუძლებს, თუმცა ათასებს ვერა. ახლა არაა პოლიტიკანობის დრო, სამწუხაროდ, მე ამის ფაქტები დავინახე. თავიდან თითქოს ზავი ჩამოწვა, თუმცა ახლა ისევ დაიწყო რაღაცების ერთმანეთისთვის დაბრალება. უნდა შევეცადოთ ყველამ თავისი წილი საქმე გავაკეთოთ. პრაქტიკოსი ექიმი აღარ ვარ, მაგრამ მზად ვარ, ექთნად მაინც შევეხიდო, თუ დასჭირდა ქვეყანას“, – ამბობს აკაკი ზოიძე.

8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 208-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 46, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4682 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 375 პაციენტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0