ეზუგბაია: გვყავს პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში, რომლის მდგომარეობაც არ გაუმჯობესებულა

© Sputnik / STRINGERთბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირებული და გამოჯანმრთელებული პაციენტების მდგომარეობაზე საუბრობს.
ეზუგბაია: გვყავს პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში, რომლის მდგომარეობაც არ გაუმჯობესებულა
„გუშინ 188 დაინფიცირებული იყო, შვიდი დაემატა და ამჟამად ქვეყანაში 195 დადასტურებული შემთხვევაა. ამ შვიდიდან ერთ-ერთი ჩვენთანაა მოთავსებული, წყარო ამერიკაა. ჩვენს ცენტრში განკურნებული და ბინაზე გაწერილია 29 პირი. ამჟამად ჩვენთან მკურნალობს 39 პაციენტი, მათგან ერთი კრიტიკული პაციენტია, რომლის მდგომარეობაც არ გაუმჯობესებულა და პროგნოზულად ისევ სერიოზულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ინტენსიურ თერაპიაზე იმყოფებოდნენ, სტაბილურია და, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მძიმე პნევმონიით არ განიხილებიან“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განმარტებით, კლინიკაში 22 პაციენტია საშუალო სიმძიმის პნევმონიით.

ყველა ახალი ამბავი
0