რატიანი: ამ დროისათვის არც დედას და არც ნაყოფს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ

© photo: Levan Ratiani / FBლევან რატიანი
ლევან რატიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი იმ ორსულების შესახებ საუბრობს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.
რატიანი: ამ დროისთვის არც დედას და არც ნაყოფს არნაირი საფრთხე არ ემუქრებათ
„ჩვენს კლინიკაში ორი ორსული ქალბატონია. ვიცი, რომ ყველას აინტერესებს მათი მდგომარეობა. ყოველდღიურად მოწმდება მათი – როგორც დედების, ისე ნაყოფის ვიტალური ფუნქციები. მინდა გითხრათ, რომ არც დედას და არც ნაყოფს არნაირი საფრთხე არ ემუქრებათ“, – ამბობს ლევან რატიანი.

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა ორი ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5056, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 386 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0