ივანე ჩხეიძე: სხვათა შორის, ჩვეულებრივი გრიპი უფრო ვერაგია ვიდრე ჩვენ გვგონია

© Sputnik / Alexander ImedashviliМикрофон Sputnik в студии агентства
Микрофон Sputnik в студии агентства - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივანე ჩხეიძე საუბრობს გრიპზე და გგრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, მის მიმართ მოსახლეობის ნდობაზე და ზოგადად ამ საკითხისადმი განათლების დონეზე.
„ჩვენ გვაქვს გრიპის საწინააღდეგო ვაქცინა და მისი არ გამოყენება ძალიან ცუდია. რა თქმა უნდა ჩვენ  შემთხვევაში მისი გამოყენება დაგვიანებულია, მისი გამოყენების მოტივაცია სუბიექტურია, რადგან ჩვენ არ ვაბობთ, რომ გრიპის ვაქცინა 100 %-ით იცავს, ის 60 -75 %- ით იცავს მძიმე და გართულებული მდგომარეობის დროს. თუკი ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებ, მაშინ უნდა იყო პირველი, ვინც მას გაიკეთებს. როგორც თამბაქოს შემთხვევაშია, როგორ უნდა ურჩიო პაციენტს, რომ არ მოწიოს, როცა მაგიდაზე თამბაქოს კოლოფი გიდევს? წელს დიდი რაოდენობით უფასო ვაქცია გამოიყო, 100 000 -მდე, რაც არასოდეს ყოფილა. ძალიან ბევრმა ექიმმა ისარგებლა ამ ვაქცინით, უფრო მეტმა, ვიდრე შარშან. მის აუცილებლობაში პირადი მაგალითით დარწმუნდები, როცა ერთხელ არ აიცრი და ავად გახდები, მერე აუცილებლად მიხვალ ასაცრელად.“-ამბობს ივანე ჩხეიძე სატელევიზიო გადაცემაში.

ვირუსოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ივანე ჩხაიძე ამბობს:
„ბოლო დროს მშობლები ძალიან ადეკვატირად იქცევიან, რადგან არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა გრიპთან დაკავშირებით, რომ მათ წინააღმდეგობა გაეწიათ. ჩვენ ძალიან დიდი პრაქტიკა გვაქვს. დღეს გრიპთან დაკავშირებით განათლების დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე ათი 15 წლის წინ იყო“.

ყველა ახალი ამბავი
0