ეზუგბაია: საქართველოში ჯამში 21 გამოჯანმრთელებული ადამიანია

© Sputnik / STRINGERთბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია კიდევ ერთ გამოჯანმრთელებულ ადამიანზე საუბრობს.
ეზუგბაია: საქართველოში ჯამში 21 გამოჯანმრთელებული ადამიანია
„ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს ერთი პაციენტი, რომელთანაც გუშინ, გვიან მივიღეთ განმეორებით უარყოფითი პასუხი და ეს პაციენტი დღეს დატოვებს ალბათ ჩვენს ცენტრს. ოთხი მძიმე პაციენტია, თუმცა ამ ოთხი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა უკვე შეიძლება ითქვას, რომ დასტაბილურდა და, თუ ასე გაგრძელდება, ხვალიდან, ალბათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის აღარ იქნება კრიტიკული. დანარჩენ შემთხვევებში მდგომარეობა უცვლელია, დღე-ღამის განმავლობაში არ არის მიღებული ამ პაციენტებთან მუდმივი სტაბილური მდგომარეობა, ამიტომ მათი პროგნოზირება და გამოსავალზე ლაპარაკი ძნელია, ვიდრე არ მიიღება თუნდაც ამ ამ მძიმე კრიტიკული მდგომარეობის სტაბილიზება“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

სამედიცინო დირექტორის განმარტებით, ამგვარად, ქვეყანაში ჯამში 21 გამოჯანმრთელებული ადამიანია.

ყველა ახალი ამბავი
0