მალაზონია: ხშირად ადამიანები მალავენ საკუთარ ეპიდ-ისტორიას და საფრთხეს უქმნიან ახლობლებს

გამოწერა
ექიმი-ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია ეპიდემიის დროს უპასუხისმგებლო ადამიანების შესახებ საუბრობს.
მალაზონია: ხშირად ადამიანები მალავენ საკუთარ ეპიდ ისტორიას და საფრთხეს უქმნიან ახლობლებს
„მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ერთია ეპიდემიოლოგების მონდომება, რაც პროცესის შეკავებას ემსახურება, და მეორეა რეალობა, რომელშიც შეიძლება აღმოვჩნდეთ ჩვენი დაუდევრობის გამო. თუ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ პროცესის მაქსიმალური გავრცელება შევაფერხოთ, ამას ვერ შევძლებთ. სამწუხაროდ, ადამიანები მალავენ საკუთარ ეპიდ-ისტორიას, ცდილობენ შენიღბონ შესაძლო კონტაქტები“, – ამბობს მარი მალაზონია.

მალაზონიას განცხადებით, ხშირად ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსის არსებობის ეჭვი აქვთ, დაუცველად მიმართავან ექიმს. მალაზონია მიმართავს ასეთ ადამიანებს, მსგავსი ქმდებით ნუ შეუქმნიან საფრთხეს საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მედიკოსებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0