გაბუნია: ჩინეთიდან საქართველოში დღეს ჩამოვა კორონავირუსის 1 ათასი ტესტი

გამოწერა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ისაუბრა კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩინეთიდან საქართველოში გამოგზავნილ ტესტებზე, რომლის ნაწილიც საქართველოში დღეს ჩამოვა.
გაბუნია: ჩინეთიდან საქართველოში დღეს ჩამოვა კორონავირუსის 1 ათასი ტესტი
„ამ დროისათვის ტესტების რაოდენობა, რასაც ველოდებით, შედარებით მცირეა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი განაგრძობს ამ ტესტების გამოყენებას იმ სქემით, რასაც აქამდე იყენებდა. რაც შეეხება უკვე ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, რომელიც ასევე ჩინეთიდან მოდის, ეს არის ის მოდელი, რომელსაც სამხრეთ კორეაში იყენებდნენ. ვფიქრობთ, ჩამოვა კვირის ბოლოს. შემდეგ ველოდებით დამატებითი რაოდენობის ტესტებს. ის 200 ათასზე მეტი ტესტი, რომელიც იყო დაანონსებული, უკვე აპრილის დასაწყისში იქნება ქვეყანაში. შემდეგ უკვე გვექნება შესაძლებლობა, რომ ამ ტესტების გამოყენება მეტად გაფართოვდეს. ჩინეთიდან საქართველოში დღეს ჩამოვა 1 ათასი ტესტი, რომელიც ასევე PCR ტექნოლოგიებს ემყარება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტროს მზად აქვს ტესტირების ახალი ალგორითმი, რომელშიც შედის როგორც პოლიმერიზული ჯაჭვური რეაქციის, იგივე PCR მეთოდით ტესტირება, ასევე სწრაფი ტესტები.

ყველა ახალი ამბავი
0