გიორგი ვარდოსანიძე: სასაცილო იდეა ჩემთვის ცხოვრების საჩუქრად გადაიზარდა

© courtesy of Giorgi Vardosanidze გიორგი ვარდოსანიძე
გიორგი ვარდოსანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ვარდოსანიძე იხსენებს სახალისო ამბავს, თუ როგორ აირჩია ჯერ გამომძიებლის პროფესია მამის ხათრით შემდეგ კი ლამაზი გოგოების გამო თეატრალურზე ჩააბარა.
გიორგი ვარდოსანიძე: სასაცილო იდეა ჩემთვის ცხოვრების საჩუქრად გადაიზარდა
„პროფესიაზე ფიქრი არასოდეს მინდოდა. სკოლას ვამთავრებდი და ფრაზა: „რა უნდა გამოხვიდე“ უკვე რომ ვადაგასული იყო. მოკლედ როცა მკითხეს სად უნდა ჩააბაროო? - ვუპასუხე, რომ მამაჩემის კვალს გავყვები და გამომძიებელი უნდა გამოვიდე მეთქი. ჰოდა, ჩავაბარე, ოღონდ სად არც კი მახსოვს. ზაფხულში მივხვდი, რომ იქ სწავლა არ მინდა, არანაირი სურვილი არ გამაჩნია. ამიტომ მივედი მამასთან და ვუთხარი: ძალიან დიდი ხათრი მაქვს შენი, მაგრამ მე იქ სასწავლებლად არ მივალ მეთქი. მამამ მითხრა: ჯანდაბამდე გზა გქონიაო! მე აღარ მოგამზადებო. გიგი ქარსელაძე მოდის ჩემთან და მეუბნება; თეატრალური გაგიგიაო? მართლა არ მქონდა წარმოდგენა რა იყო, თეატრშიც კი ორჯერ ვიყავი ნამყოფი.“-ამბობს გიორგი ვარდოსანიძე სატელევიზიო გადაცემაში.

მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე  ამბობს: „ბიჭო, თეატრალურზე ძალიან მაგარი გოგოები არიან და მაგარი გულავი მიდისო! დავიწყეთ მომზადება და ჰოი, საოცრება, ბავშვობის ძმაკაცებმა ავიღეთ უმაღლესი ქულები, ერთ ჯგუფში მოვხვდით და პირველი კურსის ბოლოს უკვე თეატრში ვიყავით. ერთ წელიწადში მივხვდი, რომ ეს საქმე მაინტერესებდა. დღეს ვიცი, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა.“

ყველა ახალი ამბავი
0