ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ევროპაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას სთხოვს

გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას რამდენიმე რეკომენდაცია მისცა.
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ევროპაში მოგზაურობისგან თავი შეკავებას სთხოვს
„არ წავიდეთ არსად ევროპაში, თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის. ეს არის პირველი მთავარი რეკომენდაცია. თუ მაინც წავედით რაღაცის გამო, რომ ჩამოვალთ უკვე ამ რვა ქვეყნიდან, კეთილი ვინებოთ და ვიყოთ ან კარანტინში, ან თვითიზოლაციაში. თუ რამე პირველი სიმპტომი გაგიჩნდათ – ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მივმართოთ ექიმს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 25 შემთხვევა დაფიქსირდა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 245 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 58 ადამიანი რჩება. მაღალი რისკის ქვეყნებად მიჩნეულია: ჩინეთი,  იტალია, ირანი, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები.

 

ყველა ახალი ამბავი
0