ზურა ხაჩიძე: დედა და მამა ერთად რომ ყოფილიყვნენ ალბათ უფრო სხვანაირი ვიქნებოდი

© photo: Zura Khachidze / FBზურა ხაჩიძე
ზურა ხაჩიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურა ხაჩიძე იხსენებს ბავშვობას, ადამიანებს, ვინც აღზარდა, ახსენებს ბებიას, რომელიც პროფესიით ექიმი იყო და მის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა.
ზურა ხაჩიძე: დედა და მამა ერთად რომ ყოფილიყვნენ ალბათ უფრო სხვანაირი ვიქნებოდი
„ალბათ ახლა უფრო ვაცნობიერებ რა მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში მშობლების ერთად ყოფნა და სრულფასოვან ოჯახში გაზრდა. მადლობა ღმერთს, რომ ბებიამ და მამიდამ ცხოვრებაში არაფერი დამაკლეს. ბევრი პრობლემა მქონია ცხოვრებაში მოგეხსენებათ 90-იანეში ძალიან ცუდი დრო იყო, სამართალდამცავ ორგანოებთანაც მქონია პრობლემები. ეკლესიაში სიარულმა, ურთიერთობამ, სიმღერამ ჩემი ჯგუფის წევრებმა, მეგობრებმა განაპირობეს ის, რომ რადიკალურად შევცვლილიყავი, წესიერი და პატიოსანი კაცი ვყოფილიყავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჩემი ცხოვრება სხვანაირად რომ გაგრძელებულიყო, საზოგადოება ჩემი სახით სულ სხვა ადამიანს მიიღებდა“- ამბობს ზურა ხაჩიძე სატელევიზიო გადაცემაში.

მომღერალი ზურა ხაჩიძე ამბობს: „ყველაზე მძაფრი მოგონება რაც ბავშვობასთან მაკავშირებს ეს ალბათ საბავშვო ბაღია. მახსოვს როცა ბებია მოვიდა საახალწლო ზეიმზე, სადაც უნდა მემღერა, ყველას ახალგაზრდა მშობელი ჰყავდა. მე მივსულვარ მასთან მივსულვარ და განერვიულებულს მიკითხავს: რატომ ხარ მოხუცი მეთქი? ეს იყო ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი. უღრმესი მადლობა ბებიას იმისთვის, რაც მან ცხოვრებაში გამიკეთა“.

 

ყველა ახალი ამბავი
0