თალაკვაძე: არსებობს შესაძლებლობა, რომ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მოხდეს

© photo: Archil Talakvadze / FBПредседатель парламента Грузии Арчил Талаквадзе
Председатель парламента Грузии Арчил Талаквадзе - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციურ პარტიებთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა.
თალაკვაძე: არსებობს შესაძლებლობა, რომ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მოხდეს
„ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და შეთანხმების მიღწევა ვცადოთ. ობიექტურად ეს არის შესაძლებელი, ვინაიდან ხელისუფლების მხრიდან ყველა იმ მთავარ საკითხზე, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დაყენებული, არსებობს შემხვედრი და სამართლიანი პოზიციები და წინადადებები. რაც შეეხება პროპორციების განაწილებას, 40%-იან პრინციპს, თუ სხვა საკითხებს, აქ მინდა ცალსახად გითხრათ – ჩვენი პოლიტიკური ნება, ჩვენი გუნდის პოლიტიკური პოზიცია, ხელისუფლების პოზიცია არის, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის გონივრული ნაბიჯები გადადგას პროპორციული არჩევნებისკენ, რომელიც 2024 წელს უნდა ჩატარდეს. ჩვენ მზად ვართ 2020 წლის არჩევნებისთვის განვიხილოთ, მივიღოთ ისეთი პირობები და ავსახოთ ეს კანონმდებლობაში, რომელიც ჩაჯდება იმ ლოგიკაში და ტრაექტორიაში, რაც 2024 წელს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემსახურება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, შეხვედრაზე ყველა სამართლიან და გონივრულ წინადადებას მათი მხრიდან მხარდაჭერა ექნება.

ყველა ახალი ამბავი
0