ნინო ჩხეიძე: ძიმკა ჩემი პირველი სიყვარული იყო

© Facebook / Nino Chkheidzeნინო ჩხეიძე
ნინო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ჩხეიძე საუბრობს თავის ოჯახზე, იხსენებს ბავშვობისდროინდელ ამბებს, როგორ და რატომ უყვარდა საბავშვო ბაღში სიარული.

 

ნინო ჩხეიძე: ძიმკა ჩემი პირველი სიყვარული იყო
„ალბათ რაც წლების განმავლობაში ხვდები, რომ რაც შექმენი, ამის გარეშე ვეღარ გავძლებ. ჩვეულებრივ ერთ თბილისურ ოჯახში დავიბადე, დედა მათემატიკოსია, მამა-ეკონომისტი. ოჯახში პირველი შვილი ვარ და ძალიან მათამამებდნენ. ბუთხუზა, ქერა და ხუჭუჭა თმიანი ბავშვი ვიყავი, მამა მღერის და მეც მასწავლიდა სიმღერას. ბავშვობაში ცისფერი კაბა მქონდა და იმას როცა ჩამაცმევდნენ მეზობლებთან გადავდიოდი ხოლმე. იქ ვმღეროდი და ვითხოვდი, რომ მურაბებით გამმასპინძლებოდნენ. სულ ყურადღების ცენტრში ყოფნა მინდოდა. საბავშვო ბაღში სიარული მიყვარდა, რატომ შემიყვარდა იცით? იმიტომ ის ერთი ბიჭი  მიყვარდა. ის ყველაზე საცოდავი იყო. ერთ დღეს სახლში გამომიცხადეს, რომ საჩუქარი მოგიყვანეთო. მაშინვე მივხვდი, რომ ეს „საჩუქარი“ ჩემს ყურადღებას გაინაწილებდა და ამის შემდეგ ჩემი მარტო თარეში დამთავრდა“. -ამბობს ნინო ჩხეიძე სატელევიზიო გადაცემაში.

მომღერალი ნინო ჩხეიძე ამბობს: „ როცა დრო გავიდა მეუბნებოდნენ, რომ შენი ძმა პატარაა და მოუარეო. ამ ამბავს შევეგუე. ჩემმა ძმამ დაიწყო სიმღერა და მე მეუბნებოდნენ, რომ ის პატარაა და ამან იმღეროსო. ეს ამბავი ძალიან არ მომწონდა. წლების მერე კი აღარანაირი პრეტენზია არ მქონდა და მერე უკვე მას ეგონა, რომ ჩემს ფონზე დაჩაგრული იყო. ახლა ამ თემაზე ბევრს ვიცინით.“

ყველა ახალი ამბავი
0