თამარ იოსელიანი: ნიგერიაში გატაცებული  მეზღვაურების ოჯახებს მალე შევხვდებით

© photo: courtesy of Tamara Ioselianiთამარ იოსელიანი
თამარ იოსელიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიგერიის პორტ ლაგოსთან გატაცებული მეზღვაურების დასაბრუნებად ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება, განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.
თამარ იოსელიანი: ნიგერიაში გატაცებული მეზღვაურების ოჯახებს მალე შევხვდებით
„გემთფლობელი ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას იმისათვის რომ მეზღვაურების დაბრუნება უსაფრთხოდ მოხდეს, საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვაო  ტრანსპორტის სააგენტო ჩართულები ვართ ამ პროცესში. რამდენიმე ოჯახის წევრთან უკვე შედგა კომუნიკაცია, ვესაუბრეთ მათ. რა თქმა უნდა ძალიან მალე შევხვდებით მათ ყველას ერთად და მივაწოდებთ იმ ინფორმაციას, რაც გვექნება იმ დროისთვის“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

ხუთშაბათს ღამით ნიგერიის პორტ ლაგოსთან მეკობრეები თავს დაესხნენ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს. ბოროტმოქმედებმა 10  მეზღვაური გაიტაცეს, რომელთა შორის ოთხი საქართველოს მოქალაქეა.

 

ყველა ახალი ამბავი
0