ბურჯანაძე: მე ძალიან კარგად მახსოვს, რა ხდება, როდესაც ხელისუფლება აქციაზე ხალხს ითვლის

© photo: Sputnik / Evgenia Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშინინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აქციების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობს.
ბურჯანაძე: მე ძალიან კარგად მახსოვს, რა ხდება, როდესაც ხელისუფლება აქციაზე ხალხს ითვლის
„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, აქციაზე რამდენი კაცი იდგება, იმიტომ რომ ეს არ იყო დაგეგმილი მრავალრიცხოვანი აქცია, ეს იყო უბრალოდ სირცხვილის კორიდორი, რომლის შესრულებასაც 20 კაციც ეყოფა. ოპოზიციამ ხაზგასმით თქვა, რომ მრავალრიცხოვანი აქციები ჯერ არ იქნება, იქნება მხოლოდ ლოკალური პროტესტის დაფიქსირება, რაც ერთ ადამიანსაც შეუძლია პლაკატით ხელში. მე მახსოვს ძალიან კარგად, როგორ მთავრდება, როდესაც ხელისუფლება ითვლის 200 კაცია, 50 კაცია, 500 კაცია თუ 552 კაცია აქციაზე გამოსული“, – ამბობს ნინო ბურჯანაძე.

მისი თქმით, თუ კანონი არ ირღვევა, პროტესტის გამოხატვა ნებისმიერი ფორმით შეიძლება, ეს თითოეული პოლიტიკური ორგანიზაციის გემოვნების საკითხია.

ყველა ახალი ამბავი
0