კალაძე მარგველაშვილზე: პოლიტიკურ პლასტილინს პარტიებთან მიკედლების პრობლემა არ ექნება

© Sputnik / STRINGERკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება.
კალაძე მარგველაშვილზე: პოლიტიკურ პლასტელინს პარტიებთან მიკედლების პრობლემა არ ექნება
„იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც მარგველაშვილის მხრიდან მოვისმინეთ, მე გეტყოდით ჩემს პოზიციას, რომ პოლიტიკურ პლასტელინს, არა მგონია, რომ რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთანაც. დაველოდოთ", — ამბობს კახა კალაძე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება და მზადაა, თავის წინამორბედს, მიხეილ სააკაშვილსაც ესაუბროს, თუ მას საქართველოში დემოკრატიის გაღრმავების ხედვა ექნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0