შოთაძე: მე ჩემი პროგრამით ვარ მოსული

© The Prosecution Service of Georgiaირაკლი შოთაძე
ირაკლი შოთაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს მადლობას უხდის მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის.
შოთაძე: მე ჩემი პროგრამით ვარ მოსული
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საპროკურორო საბჭოს ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. მე ჩემი პროგრამით ვარ მოსული და კომიტეტთან იმ მიმართულებებსა და ხედვაზე ვაპირებ საუბარს, რაც პროკურატურის განვითარებისა და რეფორმირების გზაზე გამაჩნია“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს უსმენენ, შემდეგ კი მის კანდიდატურას კენჭს სესიაზე უყრიან. საპროკურორო საბჭომ შოთაძე 7 თებერვალს 12-დან 11 ხმით აირჩია. 

ყველა ახალი ამბავი
0