ლალი მოროშკინა: სარეცელს გაციება უნდა, ამას დროთა განმავლობაში მივხვდი

გამოწერა
ლალი მოროშკინა საუბრობს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, იმაზე, თუ რა არის მასში მისი აზრით მთავარი და რისი დეფიციტია დღეს.
ლალი მოროშკინა: სარეცელს გაციება უნდა, ამას დროთა განმავლობაში მივხვდი
„არ შეიძლება იმის თქმა თითქოს რომელიმე ვნება იყო მთავარი ჩვენს ცხოვრებაში. არ შეიძლება იმის თქმა, რომ გუშინ კარგი იყო ან ხვალ იქნება. დღეს კარგია?- ესე იგი-ვნება შედგა და ცხოვრებასთან დიალოგი გამომივიდა. შენ უნდა იყო მუდმივად საუბარში საკუთარ ტვინთან, რომელიც თურმე ჩვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილებს მართავს. ტვინი მართავს იმ სიტუაციას, რომელიც შემდეგ მამაკაცებთან შენ გალავირებს. შენ თუ მას აძლევს სწორ ამოცანას: მოდი, შემირჩიე სწორი ადამიანი ცხოვრებაშიო, მაშინ შენს ცხოვრებაში მოდის ის სწორი ადამიანი. სამწუხაროდ ამას იმ ასაკში ვხვდებით ხოლმე, როცა სკურპულოზურად, ლუპით ვიწყებთ ადამიანის თვალიერებას“. -ამბობს ლალი მოროშკინა.

ტელეწამყვანი ლალი მოროშკინა ამბობს: „|დღეს ადამიანური ურთიერთობების დეფიციტი გვაქვს. იმ სექსშიც ნორმალური და არა ნასწავლი ხომ ბევრად უფრო კარგია? თავის დროზე არასწორად გვასწავლიდნენ, რომ სიყვარულისგან კარგი წამალი ახალი სიყვარულიაო.“

ყველა ახალი ამბავი
0