მაია ასათიანი: ჩემი პრობლემა ისაა, რომ ახლობლებთან თითქმის არაფერს ვმალავ

© Facebook / Profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაია ასათიანი საკუთარ თავზე საუბრობს, ყვება სხვადასხვა სიტუაციებში როგორი რეაქცია აქვს, რას განიცდის და რას არ აქცევს ყურადღებას.

 

მაია ასათიანი: ჩემი პრობლემა ისაა, რომ ახლობლებთან თითქმის არაფერს ვმალავ
„სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაღაცას განვიცდიდი. ვცდილობ, რომ „ხვალ“ ახალი დღე დავიწყო. ძალიან დიდი დოზით და მწარედ გულთან ვცდილობ არაფერი მივიტანო. როცა მლანძღავენ- განვიცდი, საკუთარ სახელს და გვარს რომ ხშირად და დიდი დოზით ვხედავ- არ მიყვარს. ვიღაცეები რომ მაკვირდებიან ზედმეტად- არ მიყვარს. რეალურად ძალიან მორცხვი ვარ ეს არ მიყვარს. სტერეოტიპი რომაა ჩემს შესახებ შექმნილი-ამას ყველაზე ძალიან განვიცდი“. - ამბობს მაია ასათიანი სატელევიზიო გადაცემაში.

ტელეწამყვანი მაია ასათიანი ამბობს „როცა კარგად ვარ ერთი სული მაქვს, რომ ძალიან ახლობლებს მოვუყვე. როცა ცუდად ვარ, მაშინაც წამომცდება ხოლმე რაღაც-რაღაცეები. ვერ ვიტყვი რაღაცის დამალვა მიწევს მეთქი. წყობიდან გამოსული ძალიან საშიში ვარ, მაგრამ ძალიან იშვიათად გამოვდივარ, მაგრამ ასეთ დროს საკუთარი თავისაც კი მეშინია.“

ყველა ახალი ამბავი
0