ლომჯარია: რატომ ჰგონიათ, რომ მე ვიღაცის უზრდელურ განცხადებაზე განცხადება უნდა ვაკეთო?!

© courtesy of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადების შესახებ საუბრობს.
ლომჯარია: რატომ ჰგონიათ, რომ მე ვიღაცის უზრდელურ განცხადებაზე განცხადება უნდა ვაკეთო
„ინფორმაცია არ მქონია, რომ სახელმწიფომ დაარღვია ბიძინა ივანიშვილის ან თეა წულუკიანის უფლებები. მე არ მქონია ეს ინფორმაცია. ძალიან საინტერესოა, როდესაც პოლიტიკოსებს ჰგონიათ, თუ სოციალურ ქსელებში ადამიანები ესხმიან თავს თუნდაც უხეში ან არაეთიკური ფორმებით, სახალხო დამცველმა ამაზე უნდა გააკეთოს განცხადება. ვერ ვხვდები, რატომ ფიქრობენ, რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა“, – ამბობს ნინო ლომჯარია.

რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის მმართველი პარტიის პოლიტიკოსებს არ იცავს.

ყველა ახალი ამბავი
0