თამრიკო ჭოხონელიძე: მოტყუებული არაერთხელ ვყოფილვარ

© Facebook / Tamriko Chokhonelidzeთამრიკო ჭოხონელიძე
თამრიკო ჭოხონელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამრიკო ჭოხონელიძე ადამიანების მიმართ ნდობაზე საუბრობს. იხსენებს ბავშვობაში მომხდარ შემთხვევას, რომელმაც გარკვეული შიში დაუტოვა.
თამრიკო ჭოხონელიძე: მოტყუებული არა ერთხელ ვყოფილვარ
„რაც უნდა მწარე იყოს, ცხოვრებაში მაინც სიმართლე მირჩევნია. როდესაც ჩემი პატარა და დაიბადა, დედა ძალიან ცუდად იყო. ერთი თვის მანძილზე ჩვენთან სულ ვიღაც მოდიოდა – დედას ამბავს კითხულობდნენ. ერთხელ მე და ჩემი მომდევნო და სოფიკო წავკინკლავდით. მაშინ შვიდი წლის ვიყავი. ერთ-ერთმა „ჭკუათმყოფელმა“ გადაწყვიტა ჩემთვის ჭკუა დაერიგებინა. მან ასე მითხრა: შენ უფროსი დაიკო ხარ, ახლა შენთან პატარა დაიკო მოვა სახლში, დედიკო კი ისე ცუდადაა, რომ შეიძლება არ მოვიდესო. შენ უნდა გეყოს იმდენი ჭკუა, რომ შენს დებს უპატრონოო. აი, ამ ამბის შემდეგ ოჯახის წევრებისა და ახლობლების დაკარგვის შიში მაქვს“, – იხსენებს სატელევიზიო გადაცემაში თამრიკო ჭოხონელიძე.

მომღერალი ამბობს: „შეცდომები ნდობასთან არის დაკავშირებული. ზოგადად ყველას ვენდობოდი და გახსნილი ვიყავი, მე მართლა შეიძლება, რომ ადამიანი მენდოს. რადგან მე ვარ ასეთი, მეგონა, სხვებიც ასეთები არიან. თუმცა ცხოვრებამ დამანახა, რომ ასე არ არის“.

ყველა ახალი ამბავი
0