ლევან გიგინეიშვილი: თუ პიროვნებას თავისუფლება არ აქვს, მაშინ ის პიროვნება არ არის

© photo: Eleonora Kvilitaia / FBლევან გიგინეიშვილი
ლევან გიგინეიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან გიგინეიშვილი პიროვნული თავისუფლების ფენომენზე საუბრობს და ამ თემას რელიგიურ კონტექსტშიც მიმოიხილავს.
ლევან გიგინეიშვილი: თუ პიროვნებას თავისუფლება არ აქვს, მაშინ ის პიროვნება არ არის
„როცა პიროვნებას ვამბობ, იქ უნდა იგულისხმებოდეს თავისუფლებაც. ჩვენ არ ვართ მოცემულობა, რადგან უნდა ჩამოვყალიბდეთ. ჩვენი ძალისხმევით ვხდებით ის, რაც უნდა გავხდეთ. რატომაა აუცილებელი, რომ პიროვნება თავისუფალი უნდა იყოს? – ქართული კულტურის კონტექსტში ეს ფენომენი თავისებურად ჩამოყალიბდა. თავისუფლებას თავისი ისტორია აქვს, ეს არ არის მოცემულობა, აქ ბევრი ნიუანსი და შუქ-ჩრდილია. პავლე მოციქული თავისუფლების რჯულს ქრისტიანობას ეძახის. არის რჯული და არის თავისუფლების რჯული. ძველი რჯულის მიხედვით, მე კარგი ადამიანი მაშინ ვარ, როცა დადგენილ წესებს ვასრულებ, ასეთი წესი კი სადღაც ჩემს მიღმაა“, – ამბობს ლევან გიგინეიშვილი სატელევიზიო გამოსვლაში.

ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი ამბობს: „ქრისტიანობის შემთხვევაში არაფერი არ არის დაწერილი იმაზე, კონკრეტულ შემთხვევაში ასე ან ისე მოიქციო. არის უბრალოდ უცნაური ფრაზები, მაგალითად, „როცა მარჯვენა ლოყაში გაგარტყამენ, მარცხენა მიუშვირეო“. ყველა ასეთი მეტაფორა თავად უნდა ამოხსნა, ეს ერთბაშად არ გეძლევა“.

ყველა ახალი ამბავი
0