კალაძე: არავის დავტოვებთ მარტო პრობლემებთან, იქნება მხარდაჭერა და თანადგომა

© Sputnik / STRINGERკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერი კახა კალაძე მერიის შესაბამის სამსახურებსა და მათ ხელმძღვანელებს აფრთხილებს, კორუფციის პრევენციაზე მაქსიმალური ყურადღება გაამახვილონ.
კალაძე: არავის დავტოვებთ მარტო პრობლემებთან, იქნება მხარდაჭერა და თანადგომა
„მინდა გავაფრთხილო ყველა სამსახურის ხელმძღვანელი, ჩემი მოადგილეები, გამგებლები, რომ თქვენივე მიმართულებებით მაქსიმალური ყურადღება გაამახვილოთ კორუფციის პრევენციაზე, რათა რაიმე არ გამოგეპაროთ. იცით პირადად ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი ეპატიება. ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, გვერდში დავუდგებით, არავის დავტოვებთ მარტო პრობლემებთან, იქნება მხარდაჭერა და თანადგომა“, – ამბობს კახა კალაძე.

თბილისის მერის თქმით, თუ ვინმეს რაიმე გადაცდომა ექნება, მერია იქნება ძალიან პრინციპული და ამის მაგალითებიც არის, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მსგავსი საკითხების მიმართ.

 

ყველა ახალი ამბავი
0