ცაგარელი: დღევანდელ ღამეს რასაც ჩაიფიქრებთ, ახდება, ამიტომ იოცნებეთ

© Sputnik / Vladimir Umikashviliმიხეილ ცაგარელი
მიხეილ ცაგარელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი  დღევანდელი, 14 იანვრის ღამის საკრალურობასა და მნიშვნელობაზე საუბრობს და მოსახლეობას ურჩევს, სურვილები ჩაიფიქრონ.
ცაგარელი: დღევანდელ ღამეს რასაც ჩაიფიქრებთ, ახდება, ამიტომ, იოცნებეთ
„სიყვარულის მმართველი პლანეტა დღეს, საღამოს გადადის თევზების ზოდიაქოს ნიშანში – ყველაზე რომანტიკულ, ყველაზე მოსიყვარულე ნიშანში, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი იუმორით. ამიტომ დღევანდელ ღამეს რაც მეტად შევხვდებით იუმორით, რომანტიზმით, უკეთესია. მინდა გითხრათ, რომ ეს დღეები – 25 დეკემბრიდან 14 იანვრამდე ოცნებების ახდენის დროა. ამიტომ იოცნებეთ, სურვილები ჩაიფიქრეთ. ასეთი სასწაული და საკრალური პერიოდი ამ წელიწადში კიდევ 2 თებერვალს გვექნება“, – ამბობს ცაგარელი.

ასტროლოგის თქმით, დღევანდელ ღამეს რასაც ჩაიფიქრებთ, ის ახდება, რადგან ოცნებების ახდენის ღამეა.

ყველა ახალი ამბავი
0