ნინო გოგიჩაიშვილი: როგორი აპოლიტიკურიც უნდა იყო შენს ქვეყანაში რა ხდება, უნდა იცოდე

© Photo: Nini Gogichaishvili / FBნინი გოგიჩაიშვილი
ნინი გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო გოგიჩაიშვილი საუბრობს პოლიტიკისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე, მისი აზრით, ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა აინტერესებს და აღელვებდეს რა ხდება მის ქვეყანაში.      
ნინო გოგიჩაიშვილი: როგორი აპოლიტიკურიც უნდა იყო შენს ქვეყანაში რა ხდება, უნდა იცოდე
„გერმანიაში რომ გააჩერეო ვინმე, შეიძლება იმდენად არ იყოს პოლიტიკაში ჩართული, რომ არ იცოდეს მისი კანცლერი ვინ არის, თუმცა მერკელი მაინც გამონაკლისია. ვფიქრობ, შენს ქვეყანაში რაც ხდება იმას აუცილებლად უნდა ადევნო თვალ-ყური, რადგან გინდა თუ არა, პოლიტიკა მაინც გეხება. მე ღია მხარდამჭერი ვარ იმისი, ვინც ქვეყნისთვის კარგს გააკეთებს. ადამიანი დაბრმავებული არ უნდა იყოს. როცა ერთ პარტიასთან გაქვს შეხება და მეორე კარგ რაღაცას გააკეთებს ქვეყნისთვის, არ უნდა გააქილიკო. ყველას მხარდამჭერი ვარ, ვინც ეცდება, რომ ახალგაზრდებისთვის კარგი საქმე გააკეთოს.“- ამბობს ნინო გოგიჩაიშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

ნინო გოგიჩაიშვილი ამბობს: „ჩვენთან ძალიან ცოტა სამუშაო ადგილია, ახალგაზრდობას კი- ბევრი პრობლემა აქვს. მათ უჭირთ საკუთარი ადგილის პოვნა. გამოგონილი ამბავი არ არის, რომ საქართველოში უამრავი ნიჭიერი და ერთმანეთზე უფრო ლამაზი ადამიანია, ისინი მართლა შრომისმოყვარეები არიან“.

 

ყველა ახალი ამბავი
0