გიორგი მარგველაშვილი: მე რიგითი მოქალაქეების პრეზიდენტი ვიყავი

© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილი საუბრობს მის დამოკიდებულებაზე ხალხისა და ე.წ. ელიტის მიმართ, ამბობს, რომ ვერ იტანს გარკვეული საკითხების მიმართ ქართველების სნობურ დამოკიდებულებებს.
გიორგი მარგველაშვილი: მე რიგითი მოქალაქეების, მაღაზიის გამყიდველების, ოფიციანტების და ტაქსისტების პრეზიდენტი ვიყავი
„ზოგადად ხალხთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მათთან ვმეგობრობ. მე და „ელიტას“ კი დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. მე მათ არ ვაღიარებ ხოლმე ისინი - მე. საერთოდ კომიკური მგონია საქართველოში არსებული საკუთარი თავის მიმართ მენტალური დამოკიდებულებები: ანუ ვიღაცის შვილიშვილი რომ ხარ და მარტო ამიტომ რაღაც გეკუთვნის, ან სადღაც უცხოეთში რომ იცხოვრე სამი წელი და ვითომ ამიტომ ხარ ჩემზე განათლებული, ან მეტი ფული რომ გაქვს და ამიტომ რაღაც ჩემზე კარგად გესმის.“- ამბობს გიორგი მარგველაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი და საქართველოს ექს-პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გადაცემაში ამბობს: „მე ვენატრები ხალხს, რომელთანაც დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. ნებისმიერი ადამიანი ვინც იბღინძება, ჩემში კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს“.

ყველა ახალი ამბავი
0