თალაკვაძე: მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა

© photo: Archil Talakvadze / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საარჩევნო სისტემაზე საუბრობს და ამბობს, რომ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის რესურსი არსებობს.
თალაკვაძე: მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა
„როგორც იცით, მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ამას აქვს რამდენიმე კონკრეტული მიზეზი. დიალოგი გრძელდება. მე ვფიქრობ, არსებული მოდელის ფარგლებში არის რესურსი, რომ ჩვენ კანონმდებლობაში გავაკეთოთ ისეთი ცვლილებები, რაც 2020 წლის არჩევნების შერეული მოდელით, დემოკრატიულად და კონკურენტულად ჩატარებას უზრუნველყოფს“, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

საკანონმდებლო ორგანოში 14 ნოემბერს საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებების შესახებ კანოპროექტის ჩავარდნამ, რომელიც 2020 წელს საპარლამეტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, პროტესტი გამოიწვია. ოპოზიციამ კომპრომისის სახით ხელისუფლებას ე.წ. „გერმანული მოდელი" შესთავაზა, რომლის თანახმად, შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული არჩევნები, თუმცა ისინი უნდა გაიმართოს არა ერთმანდატიან, არამედ მრავალმანდატიან ოლქებში, ხოლო ხმების დათვლა პროპორციული სისტემით მოხდება.

ყველა ახალი ამბავი
0