ნინი გოგიჩაიშვილი: ყველაფერი დროებითია და ნებისმიერის შემცვლელი მოიძებნება

© photo: Nini Gogichaishvili / FBნინი გოგიჩაიშვილი
ნინი გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინი გოგიჩაიშვილი საუბრობს ბავშვობაზე და მშობლების დამოკიდებულებაზე მის მიმართ. ამბობს, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონოდა.

 

ნინი გოგიჩაიშვილი: ყველაფერი დროებითია და ნებისმიერის შემცვლელი მოიძებნება
„ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ჩემმა მშობლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებული იყო, სახლში თითქმის არასდროს იყვნენ საამისოდ ყველაფერი გააკეთეს. მე და ჩემი და, ნანუკა ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ბებოების და ბაბუების გაზრდილები ვართ. მოგეხსენებათ 90-იანი წლები რთული პერიოდი იყო, დალხენილი სიტუაცია არ გვქონდა და მშობლები თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი მქონოდა. თუმცა მათ ისიც ჩაგვინერგეს, რომ ნივთებზე მეტად მნიშვნელოვანი ოჯახური სითბო და სხვა ფასეულობებია.“- ამბობს ნინი გოგიჩაიშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი გადაცემაში ამბობს: „არასდროს მომიტყუებია მშობლები, ყველაზე მეტად მათში ის მომწონდა, რომ ყოველთვის მიტოვებდნენ არჩევანის თავისუფლებას. თავისუფლებაა, რომ არ გაჰყვე დედ-მამის კვალს, თუკი არ გაინტერესებს და აკეთო საქმე, რომელიც ძალიან გიყვარს.“

ყველა ახალი ამბავი
0