ბესელია: ჩვენ დღეს ვნახეთ, იურიდიული კომიტეტი როგორ ჩაბარდა კლანს

გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერის საკითხზე საუბრობს.
ბესელია: ჩვენ ვნახეთ დღეს, იურიდიული კომიტეტი როგორ ჩაბარდა კლანს
„ამ გადაწყვეტილებას ლეგიტიმაცია ვერ ექნება, სამწუხაროდ. ჩვენ ვნახეთ დღეს, იურიდიული კომიტეტი როგორ ჩაბარდა კლანს და დაიმორჩილა კლანმა ეს კომიტეტი მთლიანად. ბოლო შანსი აქვს პარლამენტის უმრავლესობას კენჭისყრაზე დღეს. თუ ის ამ უკანონო გადაწყვეტილებას გადაიბარებს და დააკანონებს, „ცხრა წელსაც“ გადაიბარებს მთლიანად და ერთნაირად შეგვიძლია ვილაპარაკოთ – ცხრას პლუს რვა“, – ამბობს ეკა ბესელია.

დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20-დან 14 კანდიდატს მხარი დაუჭირა და პლენარულ სხდომაზე წარდგენის რეკომენდაცია გაუწია. მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა ახლა უკვე პლენარულ სხდომაზე უნდა გაიმართოს.

ყველა ახალი ამბავი
0