ნათელაშვილი: სასამართლოზე მოვითხოვთ მცხეთის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის გამოცხადებას

© photo: Shalva Natelashvili / FBშალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის შვილმა, მოძრაობა „გაბედეს“ წევრმა ბექა ნათელაშვილმა მცხეთის პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ სასამართლოში შუამდგომლობის საკითხზე ისაუბრა.
ნათელაშვილი: სასამართლოზე მოვითხოვთ მცხეთის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის გამოცხადებას
„თურმე ვყვიროდით, ვიგინებოდით იქ მყოფი საზოგადოების მიმართ და ყველას გვაქვს ერთი და იგივე ოქმი. იმის გარდა, რომ ქვეყანაში ასეთი უსამართლობაა, ფანტაზიის უნარიც არ აქვთ ამ ადამიანებს, შაბლონური ოქმები შეადგინეს ოთხივეზე, თითქოს იქ ჩვენი ბრალით მოხდა რამე. დაველოდოთ, სასამართლო ცოტა ხანში დაინიშნება“, – ამბობს ბექა ნათელაშვილი.

„გაბედეს“ აქტივისტის თქმით, ერთ-ერთ შუამდგომლობად დააყენებენ იმას, რომ მოითხოვენ მცხეთის მერის გიორგი კაპანაძის და საკრებულოს თავმჯდომარის გელა ბაქრაძის სასამართლოში გამოცხადებას.

ყველა ახალი ამბავი
0